
ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე სამუშაოები იწყება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკითხზე დღევანდელი მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.
უფრო დეტალურად, პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 225 მილიონი ლარია და მის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, მოეწყობა დაახლოებით 160 კმ წყალმომარაგების მილი, დაახლოებით 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და ა. შ. პროექტის დასრულების შემდეგ, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს.