LIVE

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ მონაცემებს 17%-ით აღემატება

04 ნოე 202212:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 420
თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ მონაცემებს 17%-ით აღემატება

TAV Georgia-ს ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა. წლირი ზრდა 67%-ია. გასული თვის მონაცემები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ოქტომბერში ზღვისპირა ქალაქის აეროპორტი 52 536 მგზავრს მოემსახურა. ოქტომბრის მგზავრთნაკადი, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11%-ით აჭარბებს.

შეგახსენებთ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. TAV Georgia, TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა.