LIVE
ვიდეო
20 აპრ, 2022 18:00
წელს საქართველოში ფასები საშუალოდ 9.9%-ით გაიზრდება - IMF
1031

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოში საშუალო ინფლაცია 9.9%-მდე გაიზრდება, რაც ქვეყნის სამიზნე მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. პროგნოზის თანახმად, საქართველოში 2023 წელს ინფლაცია 5.1% იქნება, ხოლო 2027 წელს 3%-მდე შემცირდება. 

ამავე ანგარიშით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით, ხოლო 2023 წელს 5.8%-ით გაიზრდება, 2027 წელს კი 5.2%-მდე შემცირდება. ომისა და ჩინეთში გამოცხადებული "ლოკდაუნების" ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

რაც შეეხება უმუშევრობის მაჩვენებელს, 2022 წელს 18.5% იქნება, მომავალ წელს კი 19.2%-მდე გაიზრდება.  

სავალუტო ფონდის შეფასებას უახლოვდება ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 9% იქნება. მსოფლიო ბანკის ვარაუდით კი მიმდინარე წელს საქართველოში საშუალო ინფლაცია 11%-ის ფარგლებში იქნება

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ