LIVE

თურქეთში ინფლაცია 64,9%-მდე გაიზარდა

05 თებ 202415:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 790
თურქეთში ინფლაცია 64,9%-მდე გაიზარდა

თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იანვარში 64,9%-მდე გაიზარდა.

უახლესი მონაცემების თანახმად, მინიმალური ხელფასის მკვეთრი ზრდისა და გადასახადების კორექტირების ფონზე, იანვარში ფასები გასულ თვესთან შედარებით 6,7%-ით გაიზარდა. ზრდა ყველაზე მაღალია 2023 წლის აგვისტოს შემდეგ.

თურქეთის ცენტრალური ბანკის უახლესი პროგნოზით, ფასების ყოველთვიური ზრდის შენელება მოსალოდნელია თებერვალში. ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი, ფათიჰ კარაჰანი კი აცხადებს, რომ ინფლაციის პერსპექტივის გაუარესების შემთხვევაში მზადაა, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

ფათიჰ კარაჰანი, რომელმაც ჰაფიზე გაიე ერკანი, თურქეთის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი პრეზიდენტი ჩაანაცვლა, ხუთშაბათს პირველ საჯარო პრეზენტაციას გამართავს და ინფლაციის კვარტალურ ანგარიშს წარადგენს.

ინფლაციის ამჟამინდელი საორიენტაციო მაჩვენებელი 45%-ზეა.