LIVE
ვიდეო
19 მაი, 2022 12:53
IDS BORJOMI-ის მფლობელი საქართველოს მთავრობისთვის აქციების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემას აანონსებს
2008

IDS BORJOMI International-ი მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის, აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ოფიციალური შეთავაზების წარდგენას აანონსებს.

კომპანიის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების დათანხმების შემდგომ, "IDS ბორჯომი საქართველო" შეძლებს წარმოების აღდგენას.

"IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს. 

რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემდგომ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას",- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

თავის მხრივ, "ბიზნეს ფორმულას" ეკონომიკის სამინისტროში შეთავაზების მიღება დაუდასტურეს. უწყების განცხადებით, დაიწყო შესწავლა, საკითხი დასკვნისთვის ასევე გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს და გადაწყვეტილება მხოლოდ შესწავლის შემდეგ გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, მინერალური წყლების მწარმოებელმა კომპანია „IDS ბორჯომმა“ 29 აპრილიდან წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად ომის გამო პროდუქციის რეალიზაციის გართულება და ასევე, საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა დაასახელა.

„IDS ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ