LIVE
ვიდეო
17 მაი, 2022 16:10
„ლიბერთი“ რომ არა, შესაძლოა, პენსიების დარიგება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო - ვაჟა მენაბდე
1127

„ლიბერთის“ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის ვაჟა მენაბდის განცხადებით, რომ არა „ლიბერთი ბანკი“, შესაძლოა, პენსიების გაცემის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. 

„მგონი ისე გამოდის, ჩვენ რომ მონაწილეობა არ მიგვეღო, შესაძლოა, ამ თანხების დარიგება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. მე რა ინფორმაციაც მაქვს, სხვა დაინტერესებული პირი არ ყოფილა“, - აღნიშნა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

ვაჟა მენაბდის განცხადებით, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთზე განსაზღვრული 26%-იანი ზედა ზღვარი საბაზროზე დაბალია. მისი განმარტებით, ახალი ტენდერის პირობები არსებული კონტრაქტისგან ორ ნაწილში განსხვავდება.

„პირველი, თუ აქამდე „ლიბერთი“ თანხებს უფასოდ არიგებდა, ახალი ტენდერი პენსიის დისტრიბუციისთვის ყოველწლიურად 15 მილიონის ფარგლებში თანხის გადახდას ითვალისწინებს. მეორე, დადგინდა მაქსიმალური განაკვეთი საპენსიო სესხებზე. ეს არის, ბანკთა შორის 6 თვიან განაკვეთს დამატებული 15%, რაც დღევანდელი მდგომარეობით, 26%-ია. ჩემი აზრით ეს 26% საბაზროზე დაბალია“, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პენსიების დარიგების მიზნით კომერციული ბანკის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ