LIVE
ვიდეო
16 მაი, 2022 17:54
რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 299%-ით გაიზარდა - ეროვნული ბანკი
1554

2022 წლის აპრილში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 308.1 მლნ აშშ დოლარი (944.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 58.8%-ით (114.1 მლნ აშშ დოლარი) მეტია.

TOP 10 ქვეყანა, საიდანაც აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა შემდეგია:

  • რუსეთის ფედერაცია - $132.98 მლნ - წლიური ზრდა 299%;
  • იტალია - $33.40 მლნ - წლიური ზრდა 5%;
  • აშშ - $25.02 მლნ - წლიური ზრდა 0.58%;
  • ყაზახეთი - $20.04 მლნ - წლიური ზრდა 705%;
  • საბერძნეთი - $18.65 მლნ - წლიური კლება 14%
  • ისრაელი - $16.21 მლნ - წლიური ზრდა 5%;
  • გერმანია - $11.97 მლნ - წლიური ზრდა 37%;
  • თურქეთი - $8.10 მლნ - წლიური კლება 16%;
  • აზერბაიჯანი - $4.97 - წლიური კლება 45%
  • ესპანეთი - $4.71 - წლიური ზრდა 8%.

იანვარ-აპრილში კი, საქართველოში სულ 853 მლნ 464 ათასი აშშ დოლარი გადმოირიცხა. 

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2022 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.4 მლნ აშშ დოლარი (77.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აპრილის (25.8 მლნ აშშ დოლარი) მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ