LIVE
ვიდეო
16 მაი, 2022 15:11
დღეს პურის გაძვირების წინაპირობა არაა - დავითაშვილი
911

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ დღეს პურის გაძვირების წინაპირობა არაა.

როგორც მინისტრმა „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ქვეყანაში ფქვილი არის და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა არ დგას.

„ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ პურის ხელმისაწვდომობა იყოს და ასევე იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები. რასაკვირველია, ფასის გაზრდა არაა მთავრობის და საზოგადოების ინტერესში. ჩვენ რომ ხელოვნური ბარიერები შევქმნათ ფქვილის იმპორტზე, ეს მიუღებელია. მთავარია დეტალური მონიტორინგი გვქონდეს, რომ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა შევძლოთ და ეს ასეც იქნება“,- განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხორბლის გარკვეული მარაგი არის.

შეგახსენებთ, ხორბლის გაძვირების ფონზე საქართველო ფქვილის იმპორტზე გადაერთო, რამაც პრობლემა შეუქმნა ადგილობრივ წისქვილკომბინატებს. „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რომ წისქვილები გაჩერებულია და ქვეყანაში ხორბლის მარაგები მინიმალურია. საკითხის გადასაჭრელად ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ხორბალი გაიაფდება და აღნიშნავს, რომ მთავრობა ივლისი-აგვისტოს პერიოდში შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, აპრილში პური და პურპროდუქტების წლიურ ჭრილში 28.8%-ით გაძვირდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ