„გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში, ლიბერთიმ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია „ბიზნეს დიალოგი“ დაიწყო. პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონში გაიმართა და ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ბიზნეს დიალოგის“ მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-სა და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები. სპიკერებმა სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობაზე ისაუბრეს, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს, კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
„ლიბერთის ახალი ინიციატივა „ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონული შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში შევხვდებით აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ლიბერთის ახალი სტრატეგია - პორტფელის დივერსიფიკაციას, ახალი სეგმენტების მოზიდვასა და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას ითვალისწინებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ღია დიალოგის ფორმატში ვესაუბროთ მათ, გავიგოთ საჭიროებები და ასევე, დავანახოთ მათ შესაძლებლობები. ასეთი შეხვედრები ლიბერთისთვის ახალი ფორმატია ბიზნესის ხელშეწყობისა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.
ლიბერთის ინფორმაციით, ბანკი „ბიზნეს დიალოგის“ შეხვედრებს, ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.
(R)