LIVE
ვიდეო
21 იან, 2022 16:40
ნათხოვარი "მწვანე პასპორტები" - აუცრელი მოქალაქეები სხვის QR კოდებს იყენებენ
1267

მოქალაქეების ნაწილი, რომლებსაც "მწვანე პასპორტი" არ აქვთ, დაწესებულებებში მაინც შედიან. აუცრელი ადამიანები სხვის QR კოდებს იყენებენ, აპლიკაცია კი ამას ვერ ადგენს.

არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პირი სხვისი QR კოდით "მწვანე პასპორტის" ამოქმედებიდან დღემდე სარგებლობს. 

"ჩემი QR კოდი ვათხოვე მეგობარს, რომელიც ერთი თვე დადიოდა ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია",- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე "ბიზნეს ფორმულასთან". 

კერძო სექტორის განმარტებით, დაქირავებული ადამიანებისთვის, რომლებიც მწვანე პასპორტებს ამოწმებენ, რთულია იმის იდენტიფიკაცია, რეალურად ეკუთვნის თუ არა კოვიდ პასპორტი კონკრეტულ პირს. 

"ისინი არ არიან არც სასაზღვრო დეპარტამენტის და არც საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომ ადამიანის იდენტიფიკაცია მოახდინონ. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები შეიძლება ხდებოდეს, იმ დროს, როდესაც აცრილთა რაოდენობა 40%-ია",- აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, ქვეყანაში "მწვანე პასპორტები" 1 დეკემბრიდან ამოქმედდა"მწვანე პასპორტის" გარეშე შესვლა აკრძალულია კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ