LIVE
ვიდეო
18 იან, 2022 15:48
რომან ბოკერია მთავრობას „ჯორჯიან ეარვეისის“ წილის 1 ლარად შესყიდვისკენ მოუწოდებს
1443

„საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ აღმასრულებელი დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, მთავრობამ „ჯორჯიან ეარვეისის“ წილი, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად უნდა შეიძინოს, რაც ავიაკომპანიას საშუალება მისცემს ფინანსური კრიზისი დაძლიოს და ინვესტორები დააინტერესოს.

„სახელმწიფოს პარტნიორობის შემთხვევაში, სახელმწიფოს გარანტიით, რომ ეს კომპანია განვითარდება, ავიაკომპანიას შეეძლება მივიდეს საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან, ან გამოუშვას ევრობონდები, მოიზიდოს 300 მლნ ევრო, გაისტუმროს ვალები და დანარჩენი თანხა გამოიყენოს იმისთვის, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ საერთაშორისო დონის ავიაკომპანია გახდეს“,- აღნიშნა რომან ბოკერიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში. 

მისი განცხადებით, „ჯორჯიან ეარვეისის“ გაყიდვის მაქსიმალური ვადა ერთი წელია. ავიაკომპანიის შეძენით კი რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული, მათ შორის ჩინეთიდან, არაბული ქვეყნებიდან და კანადიდან.

შეგახსენებთ, ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისს“ 16 ათასზე მეტი მგზავრისა და 70-ზე მეტი კომპანიის ვალი აქვს, რომლის ჯამური მოცულობა 176 მლნ ლარს აღწევს. ავიაკომპანია რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა, ამჟამად კი $150 000 000-ად იყიდება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ