LIVE
ვიდეო
10 იან, 2022 18:09
ბიზნესი ბაკურიანში ხელოვნურ გათოვლიანებას ითხოვს
1441

კერძო სექტორი ბაკურიანში ხელოვნურ გათოვლიანებას და საბაგიროების ჩართვას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესი ვარაუდობს, რომ სამთო კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდება.

როგორც Inn Group-ის დამფუძნებელი, ერეკლე კოკაია აცხადებს, ბიზნესს მთის კურორტების მართვის სააგენტოსთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა ხელოვნურ გათოვლიანებასთან დაკავშირებით, კონკრეტული თარიღზე ინფორმაცია ვერ მიიღეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ამინდი არ არის ისეთი, როგორიც იყო შარშან ან შარშანწინ, ფაქტია, კერძო საბაგიროები მუშაობს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ სახელმწიფო საბაგიროების ამუშავება შესაძლებელია. სანამ საბაგიროები არ იქნება ჩართული, პრობლემები გვექნება, რადგან ხალხი ბაკურიანში სასრიალოდ მოდის და არა თოვლის საყურებლად",-აცხადებს ერეკლე კოკაია.

ბაკურიანისგან განსხვავებით, თოვლის პრობლემა არ არის გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე, თუმცა, სანაცვლოდ, ბიზნესი ინფრასტრუქტურულ გაუმართაობას უჩივის. მოუწესრიგებელი გზები, ხარვეზებით მომუშავე საბაგიროები და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა დამსვენებლებს აფრთხობს. 

"ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რაც ზოგადად ქვეყანაში ხდება. ეს არ არის გუდაურის, მესტიის ან კონკრეტულად რომელიმე კუთხის პრობლემა, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა. არასწორი მენეჯმენტი, არასწორი ხალხი თანამდებობებზე - არაპროფესიონალიზმი, რომელსაც საბოლოოდ იქამდე მივყავართ, რომ საქმე არ კეთდება",- აცხადებს traffic travel-ის დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ