ვიდეო
ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 150 ლარით გაიზარდა, დასაქმება 5%-ით
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 455.5 ლარს გაუტოლდა და გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 149.7 ლარით მეტია.
18.7%-ით არის გაზრდილი და 2.894 მილიარდ ლარს მიაღწია საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე.
საწარმოების ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასეთია:
- მსხვილი ბიზნესი – 1 484.2 ლარი
- საშუალო ბიზნესი – 1 703.8 ლარი
- მცირე ბიზნესი – 1 253.7 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მე-3 კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5%-ით გაიზარდა და 678 ათასს მიაღწია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის მე-3 კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვა 38.5% გაიზარდა და 40.5 მილიარდი ლარი შეადგინა. 29%-ით, 15 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ