LIVE
ვიდეო
28 ოქტ, 2021 17:01
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა
670

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1623 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1557 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.66 თეთრი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6686 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6581 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.05 თეთრი შეადგინა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ