LIVE
ვიდეო
15 ოქტ, 2021 12:40
როგორც კი ეპიდსიტუაცია გაუარესდა, ჯავშნების გაუქმებები დაიწყო - ჰოტელიერი
1487

ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დამძიმდა გუდაურისა და მესტიის სასტუმროებში ჯავშნების ნაწილი გაუქმდა.

როგორც მან "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აღნიშნა, პანდემიამ ვიზიტორების ქცევა შეცვალა, 2020 წლამდე თუ დასვენებას ერთი წლით ან უფრო ადრე გეგმავდნენ, ახლა ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას. 

"როგორც კი სიტუაცია ცოტა დამძიმდა და 4000 გადავცდით, სამწუხაროდ, გუდაურისა და მესტიის სასტუმროებში ჯავშნების აქტიური გაუქმებები დაიწყო. დამსვენებელი ცხადია ეპიდსიტუაციას უყურებს და ჩვენც ვადევნებთ თვალს. როდესაც ჩვენს კონკურენტ შედარებით დაბალბიუჯეტიან ქვეყნებში გაცილებით კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, მათთან ავიახაზებიც კარგად მუშაობენ, ადვილია იმ ქვეყნებში ჩასვლა და ჩვენზე კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება აქვთ, ცხადია ის კურორტები დაიტვირთება ჯერ და საქართველოზე ნაკლებად იფიქრებენ. ყველაზე დიდ გამოწვევად ჯერჯერობით მაინც ეს რჩება",- ამბობს მურაჩაშვილი. 

მისივე თქმით, სახელმწიფომ თუ კერძო სექტორმა რა სახის მარკეტინგული ღონისძიებებიც არ უნდა ჩაატარონ, გადამწყვეტი მაინც ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 3 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ