LIVE
ვიდეო
27 სექ, 2021 13:45
ჭყონია: უალკოჰოლო შაქრიან სასმელების აქციზით დაბეგვრა გაუმართლებელია
1613

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტს, თემურ ჭყონიას გაუმართლებლად მიაჩნია ტკბილი უალკოჰოლო შაქრიანი სასმელების აქციზის გადასახადით დაბეგვრა.

როგორც ჭყონიამ "ბიზნეს ფორმულას" საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციის კომენტირებისას განუცხადა, რეკომენდაციების გააზრების გარეშე მიღებამ შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოიტანოს.

„მსოფლიოს 50 ქვეყანაში იბეგრება აქციზით ტკბილი უალკოჰოლო სასმელები. აუცილებელი არ არის, რომ სავალუტო ფონდის ეს რეკომენდაცია დაუყოვნებლივ, უაპელაციოდ აღვასრულოთ. ამ რეკომენდაციას სჭირდება გააზრება. ხშირად მსგავს რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ, ოღონდ არ ვითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიურ და ბიზნესის მდგომარეობას. თუ სწორად არ დაითვალა, რა სარგებელს მოიტანს აქციზის გადასახადი, იქნება კიდევ ერთი შეცდომა. შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგი მივიღოთ და საბოლოო ჯამში ამ შედეგების გამოსწორებაზე მოგვიწიოს მუშაობა“,- აცხადებს ჭყონია.

IMF-ი საქართველოს მთავრობას ტკბილი უალკოჰოლო შაქრიანი სასმელების აქციზით დაბეგვრაზე დაფიქრებას ურჩევსIMF-ს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მთავრობასთან ერთად მუშაობენ საგადასახადო შეღავათების არსებული სისტემის შეცვლაზე და რიგ შემთხვევაში მათ შემცირებაზე. ამასთან საუბარია ახალი გადასახადების შემოღებაზეც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობა საგადასახადო სისტემის მოდერნიზებაზე მუშაობს. ფინანსთა სამინისტრო შესაბამის დოკუმენტზე მუშაობას წლის ბოლოსთვის დაასრულებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ