LIVE
ვიდეო
23 სექ, 2021 13:10
მასკი: Doge-ით ტრანზაქციების ღირებულება უნდა შემცირდეს
909

ილონ მასკის განცხადებით, Dogecoin-თან გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა შემცირდეს, რათა კრიპტოვალუტა უფრო ფართოდ დაინერგოს საცალო შესყიდვებში.

"ძალზე მნიშვნელოვანია Doge-ის საფასურების შემცირება იმისათვის, რომ ისეთი რამეების კეთება, როგორიცაა ფილმის ბილეთების ყიდვა, განხორციელებადი გახდეს",- განაცხადა Tesla-ს დირექტორმა ტვიტში, აშკარა მითითებით AMC-ის გეგმებზე, რომ Dogecoin-ით გადახდების მიღება დაიწყოს.

ჯერ კიდევ მაისში, მასკმა თქვა, რომ ის მუშაობს Dogecoin-ის დეველოპერებთან სისტემის ტრანზაქციების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

ბილი მარკუსმა, Dogecoin-ის თანადამფუძნებელმა, რომელიც აღარ მუშაობს პროექტზე, მასკის ტვიტს თანხმობით უპასუხა და მოუწოდა დეველოპერებს ხელმისაწვდომი გახადონ პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნეითან ქრუქსი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ