LIVE
ვიდეო
21 სექ, 2021 17:03
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა
785

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1163 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1099 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.64 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6570 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6429 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.41 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ