LIVE
ვიდეო
21 სექ, 2021 17:20
J&J-ის ვაქცინის "ბუსტერმა" COVID-19-ის წინააღმდეგ 94%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
540

Johnson & Johnson-ის Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელმა დოზამ მძიმე დაავადებების განვითარებისგან 100%-იანი დაცვა უზრუნველყო.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში კვლევის მე-3 ფაზაზე, პირველი აცრიდან 56 დღეში გაკეთებულმა ვაქცინის "ბუსტერმა" სიმპტომური COVID-19-ის ინფექციის წინააღმდეგ 94%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ზოგადი ეფექტიანობა კი 75%-ით განისაზღვრა. 

მეორე კვლევამ აჩვენა, რომ დამატებითმა დოზამ მიღებიდან 6 თვეში ანტისხეულების ოდენობა 12-ჯერ გაზარდა. 

"ჩვენი ერთჯერადი ვაქცინა წარმოქმნის ძლიერ იმუნურ რეაქციას და ხანგრძლივ იმუნურ მეხსიერებას. Johnson & Johnson-ის Covid-19 ვაქცინის "ბუსტერის" მიღების შემდეგ, დაცვის ხარისხი კიდევ უფრო იზრდება”,- თქვა Johnson & Johnson-ის ვაქცინის ვაქცინის განყოფილების კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელმა, მატაი მამენმა.

კვლევა პირველ დოზასა და "ბუსტერს" შორის ინტერვალის მნიშვნელობაზეც მიუთითებს. 2-თვიანმა ინტერვალის შემთხვევაში ანტისხეულების დონე 4-6-ჯერ, ხოლო 6-თვიანი ინტერვალის შემთხვევაში, ანტისხეულების ოდენობა 12-ჯერ გაიზარდა. 

საქართველო სექტემბერში Johnson & Johnson-ის ვაქცინის 50 ათას დოზას ელოდება. "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის" გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინას გერმანიის მთავრობისგან დახმარების სახით მივიღებთ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლენგრეტი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ