LIVE
ვიდეო
21 სექ, 2021 22:10
საამიროები კერძო სექტორში დასაქმების გაზრდაზე $6,5 მილიარდს დახარჯავს
971

არაბეთის გაერთიანებული საამიროები შეღავათებისა და სუბსიდიების პაკეტში, რომელიც მოქალაქეთა უმუშევრობის შემცირებასა და კერძო სექტორში დასაქმების მიმზიდველობის გაზრდას ისახავს მიზნად, $6,5 მილიარდს დახარჯავს.

გაერთიანებული საამიროების მთავრობას დამსაქმებლის როლი აქვს, ამიტომ ბევრი კურსდამთავრებული კერძო კომპანიების შეთავაზებებზე უარს ამბობს და სახელმწიფო სამსახურს ელოდება უკეთესი ანაზღაურებით, სარგებლითა და სამუშაო გრაფიკით. კერძო სექტორში ამჟამად დასაქმებულები უმეტესად უცხოელები არიან.

პაკეტი მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას 800 დირჰამს თითო ბავშვზე, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვეში 20,000 დირჰამზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, ოთხჯერ მეტს. სხვა ტიპის წახალისებები ასევე გულისხმობს ფასიან სასწავლო პროგრამებს, დამატებით შემოსავალს ხუთი წლის განმავლობაში და ბონუსებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან ისეთ პროფესიებში, როგორიცაა საექთნო და კომპიუტერული პროგრამირება.

მთავრობის მიზანი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 75,000 მოქალაქის გადაყვანაა. ინიციატივა მოსდევს გასულ კვირას სამუშაო ვიზის მოთხოვნების შემსუბუქებას, რომლის მიზანიც ტალანტის მოზიდვა და ზრდის გაძლიერებაა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეკონომიკა ცდილობს აღდგეს იმ დარტყმებისგან, რაც გასულ წელს ნავთობის ფასის ვარდნისა და კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო.

"მსოფლიო ბანკის" უახლესი შეფასებების თანახმად, გაერთიანებულ საამიროებში უმუშევრობა, წინა წლის 2.2%-თან შედარებით, 2020 წელს 5%-მდე გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზენებ ფატაჰ

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ