LIVE
ვიდეო
09 სექ, 2021 15:25
1 ოქტომბრიდან მცირე საწარმოებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ
1694

მესამდე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს პირველი ოქტომბრიდან ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროება მოუწევთ. ვალდებულების შესრულების დანახარჯების გათვალისწინებით, კერძო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი ამისთვის მზად არ არის და ვალდებულების გაუქმებას ითხოვს. 

ქართულ მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელი, სანდრო სუბელიანი „ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, რომ მცირე ზომის მაღაზიებს ყოველი წლის ოქტომბერში ექნებათ ვალდებულება, წარადგინონ ანგარიშგება, რისთვისაც მათ აუდიტორიული კომპანიების დაქირავება ან ამ მიმართულებაზე მომუშავე კადრების აყვანა მოუწევთ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„მაღაზიებს აქვთ ვალდებულება წარადგინონ ანგარიშგება, თუმცა მათი ფინანსური მდგომარეობა აღნიშნულის მომზადების საშუალებას არ იძლევა. ვერც ერთი მცირე მაღაზია ვერ შეძლებს ანგარიშგების მომზადებას და მოუწევთ დაჯარიმება",- აცხადებს სანდრო სუბელიანი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვალდებულება ორი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და ის მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრიდან ამოქმედდება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ