LIVE
ვიდეო
25 ივლ, 2021 14:50
გერმანიის ეკონომიკა პრე-პანდემიურ დონეს უბრუნდება
926

Bundesbank-ის თანახმად, გერმანიის ეკონომიკა პანდემიისგან გამოწვეული დანაკარგების აღდგენის პირასაა.

Bundesbank-ის პროგნოზირებს, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მკვეთრად გაიზარდა მეორე კვარტალში და კიდევ უფრო სწრაფად უნდა გაიზარდოს მესამეში.

გერმანიის მკაცრი ფოკუსირება ინდუსტრიაზე დაეხმარა ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას უკეთესად ემართა პანდემია, ვიდრე ეს ტურიზმზე დამოკიდებულმა ევროპის სხვა ქვეყნებმა შეძლეს. ქვეყნების უმეტესობა, რომელთა ეკონომიკამ აღდგენა ცოტა ხნის წინ დაიწყო, ვირუსის ახალი შტამების ფონზე უკვე დგას ახალი ლოქდაუნებისა და სამოგზაურო შეზღუდვების საფრთხის წინაშე.

”იმ პირობით, რომ პანდემიის მიმართულებით რაიმე საყურადღებო შეფერხება არ მოხდება და ამასთან, წარმოებაში მომარაგების შეფერხება თანდათანობით მოგვარდება, ზაფხულში ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო სწრაფი უნდა იყოს, ხოლო მესამე კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი უკვე მიაღწევს პრე-კრიზისულ დონეს”,- ნათქვამია Bundesbank-ის ანგარიშში.

ევროკომისიის პროგნოზით, ევროზონის 19 ქვეყნა პანდემიისგან გამოწვეულ ზარალს წლის ბოლოსთვის აინაზღაურებს.

ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა. პირველი ხუთი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 11.5% შეადგინა. ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერი აანონსებსპირველი 6 თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 12%-ით გაიზრდება

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჟანა რენდოუ

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ