LIVE
ვიდეო
19 ივლ, 2021 20:00
კონტრაბანდული საწვავი ოკუპირებული აფხაზეთიდან
1257

ზუგდიდში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი საწვავი როგორც ბოთლებით, ისე კონკრეტულ ბენზინგასამართ სადგურებზე იყიდება, საიდანაც გარემოვაჭრეები მარაგდებიან.

ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება 3 ლარს, დიზელის საწვავის კი 2.30 ლარს აღწევს. თავად რეალიზატორების ნაწილი "ბიზნეს ფორმულასთან" ადასტურებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან კანონის გვერდის ავლით შემოსულ საწვავს ყიდიან.

ის, რომ სამეგრელოში კონტრაბანდული საწვავი იყიდება, იციან ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. როგორც გაერთიანების პრეზიდენტი ამბობს, საწვავის რეალიზაცია არაჯანსაღ გარემოში აყენებს კერძო სექტორს.

"არ არსებობს, მანქანა მოძრაობდეს, ტვირთი გადმოჰქონდეთ და სხვადასხვა უწყებებმა ეს არ იცოდნენ. ჩემი აზრით, ვიღაც თვალს ხუჭავს, ან შეიძლება, გარკვეული ინტერესებიც იყოს",- აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი, ვანო მთვრალაშვილი

თავად სახელმწიფო უწყებები ფაქტს არ აღიარებენ. ზუგდიდის მერიამ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა. კონტრაბანდული საწვავის რეალიზაციის ფაქტებს უარყოფენ ზუგდიდის რაიონულ სამმართველოშიც. შემოსავლების სამსახურის განცხადებით კი, უწყება ოკუპირებული აფხაზეთიდან საქონლის გადმოტანაზე პერმანენტულ მონიტორინგს ატარებს, თუმცა, მათი თქმით, შემოსავლების სამსახურს მსგავსი ფაქტები არ გამოუვლენია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ