LIVE
ვიდეო
19 ივლ, 2021 17:15
IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.7%-მდე გაზარდა
1250

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი" საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის, რაც მნიშვნელოვნად (4.2%-ით) აღემატება აქამდე არსებულ ეკონომიკური ზრდის 3.5%-იან პროგნოზს.

IMF-ის პროგნოზითვე, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი თითქმის 57 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 4 700 აშშ დოლარი. 

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი" მეორე კვარტალში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ტურიზმის, ფულადი გაზვნილებისა და ექსპორტის ზრდით ხსნის. 

"ყოველთვიური შეფასებებითი მაჩვენებლები 2021 წლის მეორე კვარტალში სწრაფ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც 2020 წლიური ზრდა 7,7 პროცენტს მიაღწევს. ეს მნიშვნელოვნად მომატებული ზრდის ტემპია, იმასთან შედარებით, რასაც რამდენიმე თვის წინ ველოდით და გულისხმობს, რომ ეკონომიკის გამოშვება 2021 წელს 2019 წლის დონეს გადააჭარბებს. ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების და ექსპორტის სწრაფი ზრდა, ასევე ტურიზმის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, რომელიც 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა",- ნათქვამია IMF-ის განცხადებაში. 

რაც შეეხება ინფლაციას, სავალუტო ფონდმა ინფლაციის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაზარდა და მიმდინარე წელს 7.3%-იან წლიურ საშუალო ინფლაციას პროგნოზირებს და ელის, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში ფასების საერთო დონის ზრდა 9.4% იქნება. 

აღსანიშნავია, რომ "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" განახლებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ემთხვევა საქართველოს მთავრობის პროგნოზს, რომელიც ასევე 7.7%-ია.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად ფინანსთა სამინისტრომ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა. მოგვიანებით კი მთავრობამ პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ