LIVE
ვიდეო
21 ივნ, 2021 14:17
მმართველი გუნდი „ლიბერთი ბანკს“ პენსიონერებისთვის სესხებზე პროცენტის დაწევას სთავაზობს
2259

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მმართველ გუნდს გარკვეული შეთავაზებები აქვს „ლიბერთი ბანკთან“ პენსიონერებისთვის უკეთესი საკრედიტო პირობების შექმნასთან დაკავშირებით, რაზეც ბანკი თანახმაა. მისი განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი პენსიონერებისთვის სესხის მომსახურების პროცენტის შემცირებას ეხება.

„ჩვენი მხრიდან ინიცირებული იყო, რომ პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში ბანკმა მის ოჯახს არ მოსთხოვოს სესხის გადახდა. მეორე, რომ უფრო გრძელვადიანი სესხები დაუშვას, რაც ყოველთვიურ გადასახადს შეამცირებს, მესამე - შექმნას, პროდუქტი, რომლის ფარგლებშიც, როდესაც ოჯახის წევრია თავდებში, პროცენტი იყოს არა ეფექტური 35%-36%, არამედ უფრო ნაკლები და ზოგადად, საპენსიო სესხებზე პროცენტი დაწიონ. ხუთშაბათს იქნება კონკრეტული შეთავაზება. თუმცა ის, რომ პროცენტი 15% იყოს პოპულიზმია და არარეალურია",- განაცხადა ზარქუამ. 

ცნობისთვის, პარლამენტი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს უფლება ექნება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად აირჩიონ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ