LIVE
ვიდეო
21 ივნ, 2021 13:47
„საპენსიო სააგენტოს“ სპეციალიზირებული დეპოზიტარი სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკი“ იქნება
819

„საპენსიო სააგენტოს“ სპეციალიზირებული დეპოზიტარი სავარაუდოდ, „საქართველო ბანკი“ გახდება. როგორც „საპენსიო სააგენტოს“ უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ აღნიშნა, „საქართველოს ბანკი“ სააგენტოს უპირატესი კონტრაქტორია და მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.  

„როგორც კი დეპოზიტარი გვეყოლება, 2-3 კვირაში, მყისიერად დავიწყებთ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების განხილვას. ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე არ გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები, შესაბამისად ძირითადად შევხედავთ გლობალურ აქციებს“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, სპეციალიზირებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი „საპენსიო სააგენტომ“ თავდაპირველად 2020 წლის იანვარში გამოაცხადა. სპეციალიზებული დეპოზიტარის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ფინანსური ინსტიტუტი იბრძოდა: Central Depository of Armenia OJSC, “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი”.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ