LIVE
ვიდეო
21 ივნ, 2021 15:35
ლონდონში კომპანიების ნახევარი სრულად სახლიდან მუშაობაზე გადადის
1114

ლონდონის კომპანიების თითქმის ნახევარი პანდემიის დასრულების შემდეგ, კვირაში ხუთი დღე სახლიდან მუშაობაზე გადავა. დისტანციური მუშაობით, სავარაუდოდ უფრო მცირე ბიზნესი ისარგებლებს, ვიდრე მსხვილი.

ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის 520 ბიზნესის ლიდერის გამოკითხვის თანახმად აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების შფოთის მთავარი მიზეზი ოფისში დაბრუნებისას Covid-19-თან კონტაქტის რისკი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ დისტანციური მუშაობა, სავარაუდოდ, გარკვეული ფორმით გაგრძელდება, ეს ციფრები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამუშაო ადგილებზე, რაც დიდ ქალაქებში შემცირებულ ნაკადსა და ბიზნესის გაყიდვების შემცირებას ნიშნავს.

”შეზღუდვების მოხსნისთანავე, ბევრმა ბიზნესმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, როგორ გააგრძელებენ მუშაობას პროდუქტიოლობაზე და ბიზნესის ინტერესებზე დაყრდნობით”,- ამბობს რიჩარდ ბურგი, LCCI-ს აღმასრულებელი დირექტორი.

LinkedIn-ის კვლევით, გაერთიანებული სამეფოს დასაქმებულების ორ მესამედზე მეტი ამბობს, რომ დამსაქმებელი მათ ოფისში დაბრუნებას ელის. თითქმის ნახევარმა თქვა, რომ სურთ სამუშაო დრო სახლსა და ოფისს შორის გაანაწილონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლიზი ბარდენი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ