LIVE
ვიდეო
11 მაი, 2021 17:05
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა
1340

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.4271 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4174 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.97 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1656 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1590 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ