LIVE
ვიდეო
07 მაი, 2021 22:00
პანდემიის დროს საჯდომის იმპლანტებზე მოთხოვნა გაიზარდა
1377

ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოებამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ როგორც მინიმალურად ინვაზიური, ასევე ქირურგიული კოსმეტიკური პროცედურები 2020 წელს, პანდემიის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა არა ყველა მიმართულება.

ბოტოქსი და რბილი ქსოვილების შემავსებლები კვლავ ყველაზე პოპულარულია. თუმცა, ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა საჯდომის იმპლანტებზე მოთხოვნამ - ამ ტიპის ოპერაციები 22%-ით გაიზარდა 970-დან 1,179-მდე.

ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა თმის გადანერგვის მიმართულებით, რომელიც 2019 წელთან შედარებით 60%-ით შემცირდა.

ასევე, გასულ წელს, მკერდის იმპლანტის მოცილების ოპერაციების 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. დოქტორ ლიზა კასილესის თქმით, იმპლანტებს კონკრეტული ვადა აქვთ და სამუდამო არ არის. სწორედ ამას უკავშირდება მათი მოცილების ოპერაციების რაოდენობის ზრდა.

”ყოველწლიურად იზრდება იმპლანტების მოძველებული პოპულაცია. შესაბამისად, ამ ნაწილში, ზრდა იმ ბუმის შედეგია, რაც გასული წლების განმავლობაში გვქონდა იმპლანტირების თვალსაზრისით”,- აღნიშნა მან.

იმ პაციენტებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ფიქრობდნენ იმპლანტის მოცილებას, მამოტივირებელი ფაქტორები, შესაძლოა, პანდემიის დროს უმოქმედობა, გამოთავისუფლებული დრო და დისტანციური სამუშაო გარემო გამხდარიყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: აჯა მანგუმი და მარკ გლასმენი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ