LIVE
ვიდეო
08 მაი, 2021 10:15
კარიბის ვულკანის ამოფრქვევამ ინდოეთამდე იქონია გავლენა
699

სატელიტური მონაცემებით, ჩრდილოეთ ინდოეთში გოგირდის დიოქსიდის არასეზონური ტალღა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც აპრილში კარიბის ზღვის აუზში ვულკანური ამოფრქვევების შედეგად ემისიებმა სამხრეთ აზიის ქვეყნებს მიაღწია.

უფერო გაზი რამდენიმე ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა, კარიბის კუნძულ სან-ვინსენტზე. გოგირდის დიოქსიდი წყალში იხსნება და წარმოქმნის გოგირდმჟავას, რომელიც მჟავურ წვიმას იწვევს.

დაახლოებით ერთკვირიანი ამოფრქვევების შემდეგ, სატელიტის გაზომვებმა აჩვენა, რომ აქტიურმა ვულკანმა La Soufrièrehas ატმოსფეროს ზედა ნაწილში დაახლოებით 0,4-0,6 ტერაგრამი გოგირდის დიოქსიდი ასტყორცნა. ეს, კარიბის ვულკანებზე, აქამდე დაფიქსირებულ მონაცემებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.

დედამიწაზე, ამჟამად 45 აქტიური ვულკანიდან La Soufrière მათ შორისაა, რომელიც ვულკანოლოგებს ყველაზე მეტად აწუხებს.

”მიგვაჩნია, რომ ეს ვულკანი სტრატოსფეროში მინიმუმ 5 ტერაგრამის გოგირდის დიოქსიდს შემატებს, რასაც კლიმატზე საგრძნობი გავლენა ექნება”,- განაცხადა მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვულკანოლოგმა, სიმონ კარნმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჟანეტ როდრიგესი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ