LIVE
ვიდეო
12 აპრ, 2021 20:30
Pfizer/BioNTech-ი ვაქცინის 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებას ითხოვს
671

Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა BioNTech-მა განაცხადეს, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს 12-დან 15 წლამდე მოზარდებში Covid-19-ის ვაქცინის გამოყენებას სთხოვენ.

კომპანიების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის გაფართოება სთხოვეს და მსგავსი მოთხოვნის წაყენებას მსოფლიოს სხვა მარეგულირებლებთან უახლოეს დღეებში აპირებენ.

მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს ხელს შეუწყობს კიდევ მრავალი სკოლის მოსწავლის ვაქცინაციას მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში.

გასულ თვეში გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის, Covid-19-ის დაავადების თავიდან ასაცილებლად 100%-ით ეფექტურია. კვლევაში გამოყენებულია იგივე დოზა და ორჯერადი აცრის რეჟიმი, რომლებიც ახლა ზრდასრულებში გამოიყენება. ვაქცინა აშშ-ში ამჟამად მხოლოდ 16 წლის და უფროსი ასაკისთვის არის დაშვებული.

როგორც Pfizer-მა, ისე Moderna-მ, ვაქცინის კვლევა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მარტში დაიწყო.

Moderna თავის ვაქცინას, რომელიც ახლა 18 და მეტი ასაკის ადამიანებისთვისაა ავტორიზებული, 12-დან 17 წლამდე მოზარდებში შეისწავლის. 

აღსანიშნავია, რომ Pfizer-ის აქციების ფასი 1,1% -ით გაიზარდა და ნიუ-იორკში $36,36 შეადგინა. ხოლო გერმანიაში დაფუძნებული BioNTech-ის აქციებმა 5%-იანი ზრდა დააფიქსირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლანგრესი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ