LIVE
ვიდეო
06 აპრ, 2021 16:45
გადაიხედება თუ არა ლარიზაციის პოლიტიკა?
817

ლარიზაციის პოლიტიკის შესაძლო შერბილების საკითხი კვლავ გააქტიურდა. საბანკო სექტორი და სპეციალისტების ნაწილი, დედოლარიზაციის მიმართულებით არსებული რეგულაციების ნაწილობრივ შემსუბუქების საჭიროებაზე საუბრობენ. მიზეზი არსებული კრიზისი და ლარის გაუფასურებაა.

კერძოდ, საბანკო ასოციაციაში ამ მიმართულებით რამდენიმე ინიციატივა აქვთ, მათ შორის უცხოურ ვალუტაში 200 ათას ლარიან ზღვართან დაკავშირებულ შეზღუდვაში გამონაკლისების დაშვება, ასევე უცხოურ ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნების შერბილება. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, რეგულაციების შერბილება ერთი მხრივ, ლარს დაასტაბილურებს, მეორე მხრივ კი ეკონომიკას წაახალისებს.

„უფრო მეტი უცხოური ვალუტის გაჩენა ეკონომიკაში ხელსაყრელი იქნება როგორც ბიზნესისთვის, ასევე საბანკო სექტორისთვის. საუბარია იმაზე, რომ გადაიხედოს 200 ათას ლარიანი ზღვარი და მაგალითად, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ ან ექსპორტიორი კომპანიებისთვის დაშვებული იყოს სესხის უცხოურ ვალუტაში აღება“,- განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაზე რეგულაციები საქართველოში 2017 წელს დაწესდა. ამ ეტაპზე, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია ნებადართული.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ