LIVE
ვიდეო
04 ოქტ, 2022 15:35
2023 წელს სოციალური დაცვისთვის ბიუჯეტიდან ₾4.8 მილიარდი გამოიყოფა
888

მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის ბიუჯეტიდან 2023 წელს 792 მლნ. ლარით მეტი, 4 მლრდ. 813 მლნ. ლარი გამოიყოფა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა, 3 მლრდ. 200 მლნ. ლარი ასაკობრივ პენსიაზე დაიხარჯება, 1 მლრდ. 275 მლნ. ლარი კი სოციალურ დახმარებებზე.  

ჯანდაცვის სპეციალისტი, ანდრია ურუშაძე აცხადებს, რომ ბოლო წლებში მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ შედეგი ვერ მოიტანა. მისი თქმით, მთავარი არა ხარჯების ზრდა, არამედ გეგმაა, რითაც მმართველი გუნდი ადამიანების სიღარიბიდან ამოყვანას აპირებს.

"ბევრი გამოყოფილი თანხა არ ნიშნავს, რომ რამეს მივაღწიეთ ან სიღარიბე შევამცირეთ. მთავარია, რაშიც ყოველთვის ეჭვი გვეპარება, რამდენად სწორად და მიზნობრივად მოახერხებს მთავრობა ბიუჯეტის განკარგვას. საჭიროა, საზოგადოებამ ყურადღება მივაქციოთ პროგრამების შინაარს, როგორ იმართება ეს თუ ის პროგრამა. რაც არ უნდა კარგი იდეა არსებობდეს, ჩვენთვის მთავარია შედეგი, ეს შედეგი კი სიღარიბის შემცირება უნდა იყოს, რაც ჯერ არ მომხდარა",- აცხადებს ანდრია ურუშაძე. 

ცნობისთვის, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ასიგნებები) მოცულობა 21 მლრდ 154 მლნ ლარს შეადგენს. ეს მიმდინარე წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1 მლრდ 983 მლნ ლარით მეტია.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვნად იზრდება ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაფინანსება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ