საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ ორნიშნაა. საქსტატის მონაცემებით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.5% შეადგინა.
მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:
- სანოტარო გადასახდელი - ზრდა 96%;
- სიმინდის ფქვილი - 64%;
- პომიდორი - 61%;
- დიზელის საწვავი - 61%;
- ყურძენი - 57%;
- ასლის გადაღება - 50%;
- საზამთრო - 48%;
- მარგარინი - 48%;
- ხახვი - 46%;
- მანდარინი - 45%.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:
- კომბოსტო - კლება 33%;
- კიტრი - 32%;
- წიწაკა - 28%;
- ჭარხალი - 22%;
- მამაკაცის შარვალი - 22%;
- კარტოფილი - 20%;
- ბადრიჯანი - 18%;
- კომპიუტერი - 17%;
- მსხალი - 16%;
- ქალის ქვედაკაბა - 16%.