LIVE

იმპორტიორები გაზაფხულიდან საწვავის მორიგ გაძვირებას ელიან

09 თებ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 410

საქართველოში საწვავის ფასი ზრდის ტენდენციას განაგრძობს. კერძო სექტორი გაზაფხულისთვის პროდუქტის დაახლოებით კიდევ 10 თეთრით გაძვირების მოლოდინშია.

როგორც ირკვევა, ფასების მატება პირდაპირ აისახება იმ ბიზნესებზეც, რომელებიც დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ, მათ შორის არიან როგორც იმპორტიორი კომპანიები, ასევე ადგილობრივი მწარმოებლებიც. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $61-ს უკვე გადააჭარბა და ის ფაქტობრივად პანდემიამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. ფასის ამგვარ მატებას ბაზრის მონაწილეები მათ შორის კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას უკავშირებენ.