LIVE

ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.74 ლარია

02 აგვ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 674
ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.74 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.73 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7411 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.38 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8030 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.