LIVE

სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო ₾100 000 გადასცემს - ღარიბაშვილი

01 აგვ 202214:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 625
სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო ₾100 000 გადასცემს - ღარიბაშვილი

გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებს სახელმწიფო 100 000 ლარს გადასცემს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მინდა ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები.

სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს. ასევე, გამონაკლისის სახლით, ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების ოჯახებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი - 4 მფრინავი, 2 მაშველი და 2 ექიმი დაიღუპა.