LIVE

2021 წელს საქართველოში 88 500 ავტომობილი დარეგისტრირდა - უმეტესობა 10 წელზე მეტისაა

01 აგვ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1030
2021 წელს საქართველოში 88 500 ავტომობილი დარეგისტრირდა - უმეტესობა 10 წელზე მეტისაა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 2021 წელს 88 500-ით გაიზარდა. ზრდის უდიდესი წილი, 78 100 ერთეული, მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 477 376 ავტომობილია რეგისტრირებული.

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების უმეტესობის, 83%-ის ასაკი 10 წელს აღემატება. უშუალოდ გასულ წელს რეგისტრირებულ ავტომობილებში კი 10 წელზე მეტის 54 890 ერთეული იყო.

რეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილი - 598 000 ბენზინს მოიხმარს, 273 000 - დიზელს, 142 700 - ბენზინსა და აირს, 1000 - აირს, 100 400 ავტომობილი ჰიბრიდია, 2 400 კი - ელექტრომობილი.