სავარაუდოდ, უნგრეთი ზაფხულის ბოლომდე გააფორმებს შეთანხმებას რუსეთთან დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ. განცხადება პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა.
“უნგრეთს ექნება საკმარისი გაზი. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსებთან დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესაძენად. ეს გარიგება შეიძლება გაფორმდეს ზაფხულში და შემდეგ ჩვენ ვიქნებით უსაფრთხოდ”,- განაცხადა ორბანმა.
Gas Infrastructure Europe-ის თანახმად, უნგრეთის გაზის საცავები ამჟამად დაახლოებით 50%-ით სავსეა, რაც მისი წლიური მოხმარების 29%-ს შეადგენს.
უნგრეთი, ევროკავშირის წევრი, ინარჩუნებს პრაგმატულ ურთიერთობას მოსკოვთან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რაც იწვევს დაძაბულობას ევროკავშირის ზოგიერთ მოკავშირესთან.
უნგრეთი დაახლოებით 85%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის სანქციების დაწესებას რუსული გაზის იმპორტზე.
რუსულ Gazprom-თან გასულ წელს გაფორმებული 15-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, უნგრეთი მიიღებს წელიწადში 3,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ბულგარეთისა და სერბეთის გავლით, ხოლო 1 მილიარდ კუბურ მეტრს ავსტრიიდან მილსადენით.