LIVE

RT-მ ევროკავშირში სანქციებთან დაკავშირებული სასამართლო დავა წააგო

27 ივლ 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 624
RT-მ ევროკავშირში სანქციებთან დაკავშირებული სასამართლო დავა წააგო
Misha Friedman/Getty Images

რუსულმა პროპაგანდისტულმა მაუწყებელმა RT-მ, იგივე Russia Today-მ, ევროკავშირის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო. საქმე ეხებოდა უკრაინაში ომის გამო ევროპაში მაუწყებლობის აკრძალვას. 

ევროკავშირი "არ შეიძლება გააკრიტიკონ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გარკვეული მედიის შინაარსის დროებით აკრძალვის გამო, რადგან ეს მედია მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ", - დაადგინა ევროკავშირის სასამართლომ.

ევროკავშირმა მარტში RT აკრძალა და “პროპაგანდის” გავრცელებასა და “აგრესიის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში” დაადანაშაულა. 

ტელევიზიის ფრანგული წარმომადგენლობა იყო პირველი, ვინც მიმართა ევროკავშირის სასამართლოს. ამის შემდეგ რუსმა მილიარდერებმა ან მათი ოჯახის წევრებმა არაერთი საჩივარი შეიტანეს სანქცირებული პირების სიაში მათი შეყვანის შესახებ.

მაუწყებლის საფრანგეთის განყოფილებამ გასულ თვეში გამართულ მოსმენაზე განუცხადა ევროკავშირის ქვედა სასამართლოს, რომ დაწესებული ზომები პრესის თავისუფლების არაგონივრული შეზღუდვა იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბოდონი