იაპონური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს დაკრძალვაზე დასწრება აეკრძალოს.
იაპონიის მთავრობა განიხილავს პუტინის მონაწილეობაზე უარის თქმას, რადგან მისი შესვლა აზიურ ქვეყანაში ფაქტობრივად აიკრძალა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. თუმცა, უცნობია, გამოხატავს თუ არა პუტინი ცერემონიალზე დასწრების სურვილს.
იაპონია უცხოეთის მთავრობებს დაკრძალვის 27 სექტემბერს გამართვის გეგმის შესახებ აცნობებს და ჰკითხავს, სურთ თუ არა მათ დასწრება.
იაპონიამ რუსეთს სანქციების სერია დაუწესა და გაყინა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების აქტივები. ქვეყანა უკრაინას არალეტალური სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტაკაში ნაკამიჩი