LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

22 ივლ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1088
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.59 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7986 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.11 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8456 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.