LIVE

TikTok ელ.კომერციაში სერიოზულ გაფართოებას გეგმავს

08 თებ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 379
TikTok ელ.კომერციაში სერიოზულ გაფართოებას გეგმავს
Brent Lewin/Bloomberg

Financial Times-ის ცნობით, TikTok აშშ-ს ელექტრონულ კომერციის ბაზარზე აგრესიულ გაფართოებას გეგმავს. სოციალური მედიის აპლიკაცია ახალი მახასიათებლების დანერგვას აპირებს. ამ მახასიათებლებს შორის არის ინსტრუმენტი, რომელიც TikTok–ის ყველაზე პოპულარულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გააზიარონ პროდუქციის ბმულები და გაყიდვებიდან ავტომატურად მიიღონ  საკომისიო. ცვლილებები წელს იგეგმება.

TikTok ასევე აპირებს დანერგოს "ლაივ-სტრიმინგ" შოპინგი, სატელევიზიო სავაჭრო არხების მობილური ტელეფონის ვერსია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ პროდუქტი წამებში შეიძინონ. ეს ინსტრუმენტი  საშუალებას მისცემს ბრენდებს აპლიკაციის მეშვეობით თავიანთი კატალოგები წარადგინონ.

ეს სიახლეები TikTok–ის კონკურენციას Facebook-თან ელექტრონული კომერციის  ნაწილში მნიშვნელოვნად გააძლიერებს. TikTok–ს ასევე აქვს გეგმები, რომ ბრენდებმა პლატფორმაზე საკუთარი რეკლამების განთავსება შეძლონ, გაყიდვების წარმომადგენლების შუამავლობის გარეშე.

TikTok–მა, რომელიც ჩინეთის Bytedance– ის საკუთრებაშია, გასულ კვირას WPP–სთან პარტნიორობის შესახებ განაცხადა, რომელიც ვირუსულ ვიდეო-პლატფორმას სააგენტოს მარკეტინგის შესაძლებლობებსა და მის ფართო კლიენტურაზე წვდომას სთავაზობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატის ავტორი: სებასტიან ტონგი