LIVE

სოციალური მედია ავტოკრატების გეგმებს შლის

08 თებ 202113:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 493
სოციალური მედია ავტოკრატების გეგმებს შლის
OLGA MALTSEVA/AFP

რუსეთშიც დამოუკიდებელი მედია სააგენტოს რედაქტორი ხუმრობის გაზიარებისთვის დააკავეს. ინციდენტი პუტინის რეჟიმის პირობებშიც კი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ახალ, უმდაბლეს საფეხურს წარმოადგენს. თუმცა ეს ფაქტი კარგი გამოხატულებაა იმისა, რამდენად შემაშფოთებელი და საშიში გახდა Twitter, TikTok და მსგავსი პლატფორმები ავტორიტარული მთავრობებისთვის.

შემთხვევითი არ არის, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს პუტინის სამიზნე სწორედ ტექნოლოგიური კომპანიები გახდნენ. ინდოეთში ფერმერებმა სოლიდარობის გზავნილი მიიღეს რიჰანასგან და გრეტა ტუნბერგისგან, სწორედ ამის გამო, მთავრობამ აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების Twitter ანგარიშების გაუქმება სცადა. გადატრიალების შემდეგ მიანმარის გენერლებმაც მიიღეს Facebook-ის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება, თუმცა საბოლოოდ მათ ინტერნეტის დახშობა მოუწიათ.

სოციალური მედიისა და დაშიფრული შეტყობინებების როლი ანტისამთავრობო დემონსტაციებში განსაკუთრებულად ბოლო წლებში გამოიკვეთა - ჰონგ-კონგსა და ჩილეში ლიდერების გარეშე დაწყებული დემონსტრაციები,  სტუდენტური მოძრაობები ტაილანდში, მიტინგები ბელორუსში. სოციალური მედიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა საზღვრებს მიღმა აქტივისტების კოორდინაცია და დახმარების გაწევა. მაგალითად, აზიაში თანამოაზრეებს Milk Tea Alliance აერთიანებს.

სოციალური მედია ქვეყნის შიგნით ბრძოლის მძლავ ინსტრუმენტადაც ჩამოყალიბდა. რუსეთში ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ კონტროლირებად სახელმწიფო ტელევიზიებს თავი YouTube-ის გამოყენებით ააირდა. ოფიციალური პირები მას „ბლოგერს“ უწოდებენ, მაგრამ სოციალური მედია მისთვის იარაღია იმ ჯგუდფებამდე მისასვლელად, ვისთვისაც ყველა იბრძვის: საზოგადოების აპათიური ნაწილი. მისი ვიდეო შავი ზღვის სანაპიროზე პუტინის სასახლის შესახებ 100 მილიონზე მეტჯერ ნახეს. ოპოზიციის ლიდერის სასამართლო პრეცესებიდან გამოტანილი ცნობები მასშტაბურად ვრცელდება და აღშფოთებას იწვევს.

მოსკოვი უფრო მეტ თავისუფლებას უზრუნველყოფს ინტერნეტში, ვიდრე, მაგალითად, პეკინი. მედიაში შევიწროებულმა ოპოზიციურმა ხმამ, სოციალურ მედიაში გადაინაცვლა, ამიტომ ხელისუფლება აძლიერებს განსხვავებულ აზრზე ზეწოლას. გერმანიიდან დაბრუნებული ნავალნის დაკავების შემდეგ დემონსტრაციების აღსაკვეთად კრემლმა დაავალა სოციალური მედიის პლატფორმებს ვიდეოებისა და სხვა შეტყობინებების წაშლა, საჭიროების შემთხვევაში კი ინტერნეტის შეზღუდვის ინიციატივითაც გამოვიდა.

რა თქმა უნდა, სოციალური მედია ყოველთვის დემოკრატიული პროცესის კატალიზატორი არ არის დეზინფორმაციის სწრაფად გავრცელების გამო. მაგალითად, ინდოეთსა და მიანმარში ის უმცირესობებზე თავდასხმების წასახალისებლად გამოიყენეს. ფილიპინებში როდრიგო დუტერტემ Facebook კრიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად აქცია. შეთქმულების თეორიების გავრცელების შედეგად მოხდა კაპიტოლიუმის შტურმი აშშ-ში, რაც დონალდ ტრამპისა და მისი მომხრეების სოციალური ქსელიდან გაძევებით დასრულდა. ამან გამოიწვია დისკუსია ცენზურის, ექსპოზიციის უნარისა და აგორას პოლიციის საჭიროების შესახებ.

რა თქმა უნდა, დიქტატორებს სოციალური მედია არ ამხობს. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ის ხდება ბერკეტი ავტორიტარული მთავრობების დესტაბილიზაციისთვის. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათი ძალა დიფუზიურია. არადემოკრატიული ლიდერებისათვის სოციალურ მედიასთან გამკლავება გაცილებით რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ბლაგვ იარაღებს მიმართავენ, როცა ხელისუფლებაში დარჩენის სხვა გზები - როგორიცაა პოპულარობა - ქრება.

ვინც ძველ მედიას აკონტროლებს, უპირისპირდება მათ, ვინც ახალს მართავს. მიანმარი იქნება კარგი ტესტი იმისა, რამდენად შეუწყობს ქსელები უკმაყოფილო ადამიანების კოორდინაციას ხელს - 1988 წლის გადატრიალების დროს ინტერნეტი არ არსებობდა. რუსეთი აჩვენებს, შეუძლია თუ არა სოციალურ მედიას გააძლეროს პროტესტი სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ეკონომისტის სერგეი გურიევის გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ 3G მობილური ქსელების გაფართოებისთანავე ლიდერების მიმართ ხალხის ნდობამ იკლო. ციფრული ცენზურა სოციალური მედიის ეფექტს ამცირებს, მაგრამ ინტერნეტის საათის გადაბრუნება სულ უფრო რთულდება. კიდევ ერთი დასკვნაა ნიშვნელოვანი: მოწონების მაჩვენებლის შემცირება უფრო ძლიერი იყო იმ ქვეყნებში, სადაც ტრადიციული მედია ცენზურის ქვეშ იყო, ხოლო ინტერნეტი - არა.

მსოფლიოში ყველაზე ბნელი დეზინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტით და მისი შეზღუდვისთვის საკმარისი ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა კარგი ის არის, რომ  სოციალური მედია დიქტატორებს დისკოფორტს უქმნის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ფერეირა მარკესი