აშშ-ს სოციალური მედიის აპლიკაცია Clubhouse-ს შაბათ-კვირის განმავლობაში ათასობით ჩინელი მომხმარებელი შეუერთდა. პეკინის ცენზურის მიღმა, აუდიოზე დამყარებულ სოც. მედიაში, ჩინელი სოციალური მედიის მომხმარებლები ისეთ სადავო თემებს განიხილავენ, როგორიცაა ტაივანი და სინძიანი.
კვირის მონაცემებით, Clubhouse ჩინეთის ტერიტორიაზე VPN-ის გარეშეა ხელმისაწვდომი, რომელიც ჩვეულებრივ უცხოური ინტერნეტ – სერვისების მისაღებად გამოიყენება.
Clubhouse ჯერჯერობით მხოლოდ Apple–ის iPhone-ით არის ხელმისაწვდომი და იმისთვის რომ აპლიკაცია ჩამოტვირთონ, მომხმარებლებს არ უნდა ჰქონდეთ Apple-ის ჩინური ანგარიში. ამ მიზეზით Clubhouse ჯერჯერობით ჩინეთის მოქალაქეების მხოლოდ მცირე ჯგუფს იზიდავს, ამბობს ჩინეთის კომუნიკაციების პროფესორი ფენგ კეჩენგი.
”მე არ ვფიქრობ, რომ მას ჩინეთში ფართო საზოგადოების მოზიდვა შეუძლია” - ამბობს კეჩენგი - ”თუ ასეა, ის აუცილებლად დაიბლოკება.”
მაიკლ ნორისი, შანხაიში დაფუძნებული AgencyChina-ს კვლევისა და სტრატეგიის მენეჯერი, ამბობს, რომ ჩინელი Clubhouse-ის მომხმარებლების უმეტესობა, რომელთანაც ის საუბრობდა, ტექნიკური, საინვესტიციო და მარკეტინგის წრეებიდან არიან - ხალხს სურს მოისმინოს უცხოელი კოლოგების და ინდუსტრიის ტიტანების აზრები, როგორიცაა ელონ მასკი და მარკ ცუკერბერგი.
”ისინი, ვინც Clubhouse–ში პოლიტიკურ განხილვებში ჩაერთვებიან, გარკვეულწილად პირად რისკს იღებენ თავზე”, ამბობს ნორისი. ”მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობამ იცის, რომ Clubhouse აფიქსირებს ნამდვილ სახელებს, ტელეფონის ნომრებს და ხმას, მათ არ იციან ჩინეთში ბოლოდროინდელი შემთხვევები,რომლებიც Twitter-ზე პოსტების გამო დაკითხვას და ციხეს ეხება.”
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია