LIVE

ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.82 ლარია

20 ივლ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 902
ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.82 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8203 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.97 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8697 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.