LIVE

IMF-ი გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს არსებითად შეამცირებს

17 ივლ 202217:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 588
IMF-ი გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს არსებითად შეამცირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი(IMF) გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას მომდევნო განახლებაში არსებითად შეამცირებს. ფინანსური ხელმძღვანელები გაუარესებულ რისკებთან საბრძოლველად ვარიანტების შემცირებული სიის წინაშე დგანან.

ფონდის სტრატეგიის, პოლიტიკისა და მიმოხილვის დირექტორმა ჯეილა პაზარბასიოღლუმ კვირას გამართულ პანელზე განაცხადა, რომ სურსათისა და ენერგიის ფასების ზრდა, განვითარებად ბაზრებზე კაპიტალის ნაკადების შენელება, მიმდინარე პანდემია და ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელება პოლიტიკის შემქმნელებისთვის გამოწვევას ბევრად უფრო ართულებს.

"ეს არის შოკი შოკების შემდეგ, რომელიც ნამდვილად ურტყამს გლობალურ ეკონომიკას",- განაცხადა პაზარბასიოღლუმ.

მან მას შემდეგ გააკეთა განცხადება, რაც G-20-ის ფინანსთა მინისტრების ჯგუფმა და ცენტრალური ბანკების მმართველებმა შაბათის შეხვედრა კომუნიკეს გარეშე დაასრულეს. მათ ხაზი გაუსვეს მზარდი ინფლაციისა და რეცესიის შიშებისთვის გლობალური პასუხის კოორდინირების სირთულეებს.

სავალუტო ფონდმა პერსპექტივა გლობალური ეკონომიკური ზრდის შესახებ მიმდინარე წელს უკვე 3.6%-მდე შეამცირა 4.4%-დან, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო პროგნოზირებული. მიმდინარე თვის გადახედვაში, პაზარბასიოღლუს თქმით, პროგნოზი კიდევ უფრო შემცირდება.

მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს ფასები ზრდაზე, რომელიც მიწოდების პრობლემებით არის გამოწვეული, სწორი რეაგირება უჭირთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუდიტ ჰო