LIVE

პანდემიის გავლენა მოზარდების ფსიქიკაზე

07 თებ 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1657
პანდემიის გავლენა მოზარდების ფსიქიკაზე
WOJTEK RADWANSKI/AFP

უცნაური არ იქნება თუ გეტყვით, რომ ახალი კვლევით, პანდემია არაპროპორციულად აისახება ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა ნიუანსებზე დაფიქრება ღირს -  ბავშვი, რაც უფრო უფროსია, მით მეტია მასზე გავლენა. იზოლაცია გოგოებს უფრო აწუხებთ, ვიდრე ვიდრე ბიჭებს, და ბავშვების უმეტესობა დახმარებას უარყოფს. 

ეს კოვიდის კრიზისის ჩუმი ყვირილია. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ახალგაზრდებს ფიზიკურად ნაკლებ ზიანს აყენებს, სწავლის ხარისხის დაკარგვის გარდა, პანდემიამ ბავშვებში მნიშვნელოვანი ემოციური კრიზისი გამოიწვია - იქნება ეს მოტივაციის ნაკლებობა, შფოთვა ან სუიციდური ფიქრები. იმის გათვალისწინებით, რომ მოზრდილთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ნახევარი 14 წლის ასაკში იწყება, ეს არ არის პრობლემა, რომელიც შეიძლება გადადო და მოგვიანებით მოაგვარო.

ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, დარწმუნდნენ, რომ ბავშვები ფიზიკურად იტვირთებიან, კარგად იკვებებიან და საკმარისად სძინავთ.  

ლოქდაუნის გავლენა:

ფსიქიკურად ჯანმრთელი ახალგაზრდები უფრო მეტად ეთანხმებიან დებულებას, რომ ლოქდაუნის დროს ცხოვრება გართულდა. 

კვლევის მიხედვით, ბავშვები (სულ მცირე ისინი, ვისაც მწვავე პრობლემები არ აქვთ) უკეთესად იყენებენ იმ მოწყობილობებს, რომლებზეც ისინი “მიწებებული” არიან.  ფსიქიატრიულ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული აპლიკაციები დაგეხმარებათ შეავსოთ უსკოლობისა და გადატვირთული ჯანდაცვის სისტემით გამოწვეული დანაკლისი.

პირველი გამოწვევა იმის გაგებაა, თუ რა სახის დახმარებაა საჭირო. გასულ თვეს ინგლისის ბავშვთა და ახალგაზრდობის ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევამ აჩვენა, რომ 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების 16%-ს სავარაუდო ფსიქიკური დარღვევა აქვს, რაც 2017 წლის 10.8%-თან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია.

ახლა ახალგაზრდა ქალთა 27% (17-დან 22 წლამდე) და ახალგაზრდა მამაკაცების 13% აღნიშნავს, რომ მას ფსიქიკური დარღვევა აქვს.

სავარაუდო ფსიქიკური დაავადების გავრცელება:

ინგლისში თინეიჯერ გოგონებს უფრო ხშირად აწუხებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ვიდრე მათ თანატოლ ბიჭებს.

პანდემიამ ახალგაზრდებში გაზარდა შფოთვა, დეპრესია, ქცევითი აშლილობები და კვებითი დარღვევები. ლოქდაუნის მეორე ტალღის დროს იაპონიაში დაფიქსირდა თვითმკვლელობის შემთხვევების ზრდა, განსაკუთრებით გოგონებში.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა და იზოლაციის სირთულე გავლენას ახდენს ყველა სოციალურ ფენაზე, პრობლემები უფრო რთულდება ღარიბი ბავშვების შემთხვევაში. ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობა ორჯერ მეტია ოჯახებში, რომლებსაც უჭირთ გადასახადების, ქირის და სესხის გადახდა. იგივე ბავშვები აწყდებიან სწავლის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აპლიკაციები სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც მრავალი პროგრამა გთავაზობთ ჩატის ოთახებს, ტექსტური შეტყობინებებით კომუნიკაციას და ინდივიდუალურ თერაპიულ სესიებსაც კი. ისინი ასევე იძლევა ანონიმურობისა შესაძლებლობას. 

გასაკვირი არ არის, რომ 2020 წელი მენტალური ჯანმრთელობის ტექნიკურ სტარტაპებში სარისკო კაპიტალის ინვესტიციისთვის რეკორდული წელი იყო. 10 დეკემბრის მონაცემებით, 146 გარიგების შედეგად, სარისკო კაპიტალის მოცულობამ თითქმის 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

იზოლაციის გრძნობა:

ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე გოგონები უფრო ხშირად ან ყოველთვის გრძნობენ მარტოობას, ვიდრე მსგავსი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ბიჭები.

ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესოა Kooth-ის პლატფორმა. ის სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას - ჩატის ოთახებით დაწყებული ინდივიდუალური კონსულტაციებით დამთავრებული. კომპანიის განცხადებით, გასულ წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2020 წლის მარტიდან ოქტომბრამდე მომსახურებაზე მოთხოვნა 61%-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, გაიზარდა ისეთი აპლიკაციების ჩამოტვირთვა, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისს ეწევიან. 

რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი აპიკაციების გამოყენება? არსებობს კვლევები, რომლებიც უფროსებში ფსიქიატრიული ციფრული დახმარების სერვისების გამოყენებას მხარს უჭერს, თუმცა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე მათი ზემოქმედების შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ მცირეა.

Stem4 აპლიკაციის მომხმარებელთა დაახლოებით 92% ამბობს, რომ აპლიკაციამ თვითდაზიანების სურვილი და შფოთვის სიმპტომები შეუმცირა.

ციფრული ხელსაწყოები შესანიშნავია მათი ხელმისაწვდომობის გამო, მაგრამ ისინი არ არის შესაფერისი მათთვის, ვისაც უფრო მწვავე პრობლემები აქვს და სადაც სხეულის ენაზე დაკვირვებაც მნიშვნელოვანია. აპლიკაციების გამოყენება, ასევე პრობლემურია მათთვის, ვისაც ინტერნეტზე წვდომის პრობლემა აქვს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტერეზ რაფაელი