LIVE

მერკელი და მაკრონი Nord Stream2-ის საკითხზე შეთანხმებას აღწევენ

06 თებ 202110:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 500
მერკელი და მაკრონი Nord Stream2-ის საკითხზე შეთანხმებას აღწევენ
Jens Büttner/picture alliance/Getty Images

გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი Nord Stream2-ის მილსადენთან დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმებას ცდილობენ, ვიდრე კონტროვერსიულ რუსულ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტთან ვიდეო კონფერენციის შემდეგ ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი და გერმანია ერთობლივად ეწინააღმდეგებიან აშშ-ს სანქციებს და ამ საკითხის ბაიდენის ადმინისტრაციასთან განხილვას აპირებენ.

„საფრანგეთ-გერმანიის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე არაფერი გამოცხადდება პროექტზე, რომელიც თითქმის დასრულებულია,“ - თქვა მაკრონმა- „გვსურს ერთად გავაგრძელოთ უფრო სუვერენული ევროპული ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავება“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიასა და საფრანგეთს „რუსეთთან სტრატეგიული მოლაპარაკებების წარმოება" სურთ "განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში“.

ანგელა მერკელმა ორ ქვეყანას შორის გაზსადენზე აქამდე არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიზეზად ობიექტური გარემოებები დაასახელა. „საფრანგეთს მეტი ბირთვული ენერგია აქვს, ამიტომ გაზის როლი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც გერმანიისთვის“.

Nord Stream2-ის პროექტს რუსული Gazprom ხელმძღვანელობს. 1,230კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა, რომელიც რუსეთის გაზს გერმანიას მიაწვდის, 2019 წლის დეკემბერში შეჩერდა მას შემდეგ, რაც  აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა. აშშ აცხადებს, რომ მილსადენი მოსკოვს ძალიან დიდ ბერკეტებს აძლევს ევროპის ენერგეტიკულ სფეროზე და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. პასუხად აშშ თავდაცვის აქტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ზრდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: არნე დელფსი, რუდი რუიტენბერგი და რეიმონდ კოლიტი