LIVE

Wizz Air-ი აგვისტოდან ტალინისა და პარიზის მიმართულებით ფრენებს განაახლებს - ქვრივიშვილი

30 ივნ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 530
Wizz Air-ი აგვისტოდან ტალინისა და პარიზის მიმართულებით ფრენებს განაახლებს - ქვრივიშვილი

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 1 აგვისტოდან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს. ამასთან, განახლდება საქართველოდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით.

კერძოდ, თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისი ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.  

„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტენდენციას, რომ საქართველოში როგორც ტურიზმი, ასევე სამოქალაქო ავიაცია სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს. ამასთან, Wizz Air-ი  გეგმავს, გაზარდოს ფრენების სიხშირე სხვა მიმართულებებზე, რომელთაც დღეს რეისებს ქუთაისიდან ასრულებს,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა Wizz Air-ის წარმომადგენელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.